logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვურ მხარესთან შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვურ მხარესთან შეხვედრა გაიმართა
10:45 03.05.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორთან იონას გრინევიჩიუსთან და სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში იონას პასლაუსკასთან, რომლებიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ლიტვას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები და უახლოეს მომავალში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები. ლიტვის დელეგაციის წევრებმა დაადასტურეს ლიტვის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რისთვისაც ვახტანგ მახარობლიშვილმა მათ მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ლიტვური მხარე უყურადღებოდ არ ტოვებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ არც ერთ უკანონო ქმედებას და ხაზი გაუსვა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე სათანადო ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ლიტვის დელეგაციის წევრებმა მიულოცეს ქართულ მხარეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, რასაც ლიტვა, თავის მხრივ, აქტიურად ლობირებდა და ქვეყნის შიგნით საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ლიტველ კოლეგებს გააცნო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. განხილულ იქნა ნოემბერში, ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პატნიორობის“ სამიტზე საქართველოს მოლოდინები, რომელიც ლიტვურმა მხარემ გაიზიარა და გამოთქვა მზადყოფნა აღნიშნულ პროცესში მხარდაჭერის კუთხით. ასევე, აღინიშნა, რომ ლიტვა კვლავაც გაუზიარებს საქართველოს თავის გამოცდილებას, გაუწევს ექსპერტულ დახმარებას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში და მოახდენს საქართველოსთან დაკავშირებული თემებს ლობირებას ევროკავშირში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა