logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: გაეროს წევრი ქვეყნების ელჩებს გატარებული რეფორმებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ
დავით ზალკალიანი: გაეროს წევრი ქვეყნების ელჩებს გატარებული რეფორმებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ
10:36 03.05.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან. შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ გაერო-ს ელჩებს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილი ვითარება გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
“ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გაეროს წევრი ქვეყნების ელჩებმა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. გარდა ამისა ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე. მათ მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია იქ მიმდინარე უკანონო ქმედებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა ე. წ. არჩევნებთან, რეფერენდუმთან დაკავშირებით. რადგანაც მოგეხსენებათ უაღრესად მნიშნველოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის სწრაფი და დროული რეაგირება ყველა ამ პრობლემაზე. გაეროს წევრი ქვეყნების ინფორმირება იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონში, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია. გარდა ამისა, გვქონდა საუბარი იმ რეფორმების შესახებ, რომელიც განხორციელდა მართლმსაჯულების სისტემაში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. მოგეხსენებათ, რომ საქართველო არა მარტო ახორციელებს ამ რეფორმებს, არამედ ჩვენ ვართ ამ რეფორმების ექსპორტიორი. ჩვენ ვუზიარებთ ამ რეფორმებს სხვადასხვა ქვეყნებს, აქედან გამომდინარე, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა”-განაცხადა დავით ზალკალიანმა
გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან 30 აპრილიდან 6 მაისამდე პერიოდში. ვიზიტის მიზანია საქართველოს კულტურის, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეწვევიან წეროვანის დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს, ასევე მოინახულებენ იუსტიციის სახლს, ტექნოლოგიურ პარკს და სხვადასხვა მუზეუმს.
გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები ვიზიტით ეწვივნენ ქ. ბათუმს, სადაც გამართეს შეხვედრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა