logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პრეზიდენტი - შეუწყნარებლობის კურსი მათ მიმართ, ვისაც კანონი არაფრად მიაჩნია, კვლავაც გაგრძელდება
პრეზიდენტი - შეუწყნარებლობის კურსი მათ მიმართ, ვისაც კანონი არაფრად მიაჩნია, კვლავაც გაგრძელდება
19:08 25.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხელისუფლების ნულოვანი ტოლერანტობისა და შეუწყნარებლობის პრინციპი ყოველგვარი კანონდარღვევის მიმართ, მომავალშიც გაგრძელდება.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, გასულ თვეებში გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა უტიფარი აგრესია და შეტევა განახორციელეს კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპებზე. სააკაშვილის შეფასებით, მათ მოინდომეს, ეჭვქვეშ დააყენონ სახელმწიფოს უნარი - დაიცვას საკუთარი მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის უფლება.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი მცდელობები არ გავა. ყოველი ცალკეული მცდელობა აღიკვეთება კანონის მიერ. საარჩევნო პროცესის მოქრთამვა და ქართული დემოკრატიის ყიდვა არავის გამოუვა“-განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა სხვადასხვა ისტორიულ გამოცდილებაზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, 70-იან წლებში აფრიკის ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკურმა კანდიდატმა წინასააჩევნოდ რამდენიმე ათეული ათასი მარცხენა ფეხსაცმელი დაარიგა და მოსახლეობას დაპირდა, რომ მარჯვენა ფეხსაცმელს არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემის შემთხვევაში დაურიგებდა.
„ვისაც დღეს საქართველო ბანანის რესპუბლიკა ჰგონია და მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო მარჯვენა ფეხსაცმლის პრინციპით იმოქმედებს, მას ვერაფერი გაუგია მთელი ამ წლების განმავლობაში“-განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო დაიცავს და უზრუნველყოფს მისი ყველა მოქალაქის უფლებას - დემოკარტიული და თავისუფალი არჩევანი გააკეთოს.
სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსტიტუტები ააშენა უკომპრომისო ბრძოლით მათ მიმართ, ვისაც მიაჩნდა, რომ კანონსა და ხალხზე მაღლა იდგა.
„კანონიერ ქურდებს, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, ქუჩის კრიმინალებს, გამომძალველ და ყაჩაღ სამართალდამცველებს მართლა სჯეროდათ, რომ ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგნენ. ყველა მათგანი ნულოვანი ტოლერატობის პრინციპით ვაიძულეთ, დამორჩილებოდნენ კანონს და პასუხი ეგოთ ხალხისა და სამართლის წინაშე“-აღნიშნა სააკაშვილმა და იქვე დაამატა, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი და შეუწყნარებლობა ყოველგვარი კანონდარღვევის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა