logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გლდანის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
გლდანის რაიონში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
13:34 02.05.2017
სოფელ გლდანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩადო.

ახალი საბავშვო ბაღი 7 -ჯგუფიანი იქნება და იქ სკოლამდელი განათლების მიღებას 250-მდე აღსაზრდელი შეძლებს. დასაქმდება 45 ადამიანი.

„ეს არის ახალი საბავშვო ბაღების პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საბავშვო ბაღი, რადგან სოფელ გლდანში პრაქტიკულად, არასდროს არსებობდა ასეთი საბავშვო ბაღი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აგვეშენებინა ახალი, 250 ბავშვზე გათვლილი ბაღი. თანამედროვე შენობა იქნება კეთილმოწყობილი ეზოთი და ყველანაირი პირობებით. მშენებლობა ერთი წლის თავზე დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას ახალ საბავშვო ბაღს ჩავაბარებთ“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.


სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მოთხოვნა სოფელ გლდანის მოსახლეობისგან წლების განმავლობაში აქტუალური იყო, რადგანიქ საბავშვო ბაღი სოფელში არასოდეს ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ნასაგურისა და სოფელი დიღმის შემდეგ ეს უკვე მესამე ახალი საბავშვო ბაღია, რომელსაც დედაქალაქის მერია თბილისთან შემოერთებულ ტერიტორიებზე აშენებს.

„შემოერთებული ტერიტორიები ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის. გამომდინარე აქედან, სოფელ გლდანში საბავშვო ბაღის მშენებლობა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ქალაქ თბილისის მერიამ და საკრებულომ. აღნიშნულ საბავშვო ბაღს მომავალი წლის გაზაფხულზე ჩვენ საზეიმოდ გავხსნით“,- განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

თბილისში ამჟამად 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, მათგან ხუთი სექტემბერში გაიხსნება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას დაიწყებს.
ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა