საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ბოგდან ბორუსევიჩი მიიღო. თბილისში ოფიციალური ვიზიტის
ფარგლებში ბორუსევიჩი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურსაც.
ხვალ პოლონელ სტუმარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს მიიღებს, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
საკანონმდებლო ორგანოში სენატის თავმჯდომარე ასევე შეხვდება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთანაც.
პოლონელი სტუმარი ქუთაისის პარლამენტის ახალ შენობასაც დაათვალიერებს, რის შემდეგც ის ბათუმს ეწვევა და ახალ იუსტიციის სახლს დაათვალიერებს.
პოლონელი სტუმარი საქართველოს 28 ივნისს დატოვებს.

















