logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აჭარას გაეროს მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ
აჭარას გაეროს მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ
15:35 01.05.2017
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. დელეგაციის შემადგენლობაში გაეროს ცხრა ქვეყნის (ლიხტენშტეინის, საუდის არაბეთის სამეფოს, ბაჰრეინის სამეფოს, ტუვალუს, ჩილეს რესპუბლიკის, იემენის რესპუბლიკის, პაპუა ახალი გვინეას და გამბიის რესპუბლიკის) ელჩია წარმოდგენილი.
ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული ვითარების, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა. აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალის გასაცნობად ელჩები ბათუმს 30 აპრილს ესტუმრნენ, დაათვალიერეს რეგიონის ღირშესანიშნაობები, გამართეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.
დღეს, სასტუმრო რედისონში, აჭარის მთავრობამ სტუმრებს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის ამსახველი პრეზენტაცია წარუდგინა. გაეროს მუდმივ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ. მისი თქმით, აჭარა საქართველოში საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალით გამორჩეული რეგიონია, გაეროს განვითარების პროგრამების დახმარებით მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტები ხორციელდება რეგიონის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.
“გვიხარია, რომ ვიზიტი დაიწყო აჭარიდან, ბათუმიდან. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია რეგიონის შესაძლებლობების შესახებ. ვფიქრობ, ეს არის შესანიშნავი საშუალება, რომ ჩვენი შესაძლებელობები გავიტანოთ კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში. გაეროს წვლილი ჩვენი რეგიონის განვითარებაში ძალიან დიდია და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით“ - განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ.
„ჩვენი ვიზიტის მიზანი საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებაა. ჩვენ ვიცნობთ ქართველი ხალხის მიღწევებს. მოხარული ვართ, რომ თქვენს ქვეყანაში ვითარდება ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა. შენდება ბევრი ტურისტული ობიექტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ყველა პირობა აქვს იყოს წარმატებული ქვეყანა. აჭარა ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონი მსოფლიოში ეკონომიკური თვალსაზრისით“ - აღნიშნა იემენის რესუბლიკის წარმომადგენელმა გაეროში, ხალიდ ალემანმა.
გაერო-სთან აკრედიტირებული მუდმივმოქმედი წარმომადგენლები საქართველოში 4 მაისამდე დარჩებიან. ბათუმის შემდეგ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ელჩები დედაქალაქში გამართავენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა