ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში წინასარჩევნო ვითარებას დააკვირდება. ამის შესახებ განცხადება NDI-ის
პრეზიდენტმა კენეთ ვოლაკმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას გააკეთა, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია წინასაარჩევნოდ "MUST CAARY” და "MUST OFFER” -ის პრინციპების ამოქმედების პერსპექტივით დაინტერესდნენ.
როგორც ბაქრაძემ შეხვედრაზე განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლება მოწოდებულია არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად, რადგან საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს მომავალ განვითარებას.
კენეთ ვოლაკი პარლამენტის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში მისი ორგანიზაციის მხრიდან რეკომენდაციებისა და მონიტორინგის კუთხით დახმარებას დაპირდა.

















