logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ემყარება საერთო ინტერესს და ეფუძნება საერთო ღირებულებებს
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ემყარება საერთო ინტერესს და ეფუძნება საერთო ღირებულებებს
11:28 30.04.2017
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ მიმართეს.
სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველო-აშშ-ის მტკიცე მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა 25 წლის მანძილზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ფასდაუდებელია.

„ფასდაუდებელია ის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ აშშ-იდან ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ფინანსური ასევე პოლიტიკური კუთხით. ეს ურთიერთობები ემყარება საერთო ინტერესს და ეფუძნება საერთო ღირებულებებს. ჩვენ ვართ ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი აშშ-ისთვის და ჩვენის მხრივ ვცდილობთ შევიტანოთ წვლილი იმ საერთაშორისო ინტერესების დაკმაყოფილების პროცესში, რაც ჩვენ გვაერთიანებს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის განცხადებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ძალიან რთულ პირობებში, დღეს ქვეყანა ადგას ევტოატლანტიკური ინტეგრაციის გზას და საქართველო აგრძელებს მეგობრებთან ერთად ამ გზაზე სვლას. ამ კუთხით მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მეგობრობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოც აშშ-ის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, ეს მეგობრობა კი ნდობაზე და საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

მინისტრი განსაკუთრებით მიესალმა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩებს, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეწვივნენ საქართველოს და აღნიშნა, რომ მათი წვლილი ორხმრივი ურთიერთობების განვითარებაში ფასდაუდებელია. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა იან კელის და საელჩოს წარმომადგენლებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისა და გამართვისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა