logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
პრემიერმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
19:00 29.04.2017
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ფორუმი იმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ამერიკის სტრატეგიულ როლზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები გვერდით უდგას საქართველოს.

"ამ მოკლე ისტორიულ პერიოდში ჩვენმა პატარა ქვეყანამ დაძლია სიღარიბე, გამოიარა სამოქალაქო ომი, რუსეთის შემოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და მათი ნაწილის ოკუპაცია მეზობლის მიერ, რომელიც სიდიდით ბევრად აღემატება საქართველოს. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად გარე თუ შიდა გამოწვევებისა, ჩვენ მაინც შევძელით 70-წლიანი ტოტალიტარული მმართველობით დაკნინებული ქვეყნის გარდაქმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიურ სახელმწიფოდ. მართალია, წინ კიდევ დიდი შრომა გველის, მაგრამ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა საქართველოს ჩამოყალიბება სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატიის მქონე ქვეყანად. რასაკვირველია, ამ წარმატებისთვის ერთპიროვნულად არ მიგვიღწევია. ჩვენ გვერდში მეგობრები და მოკავშირეები იდგნენ, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ დიდად დავალებულნი ვართ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ვალის დაბრუნება და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვა,"-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე, რამაც სასიცოცხლო როლი შეასრულა საქართველოს განვითარებისთვის და ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ.

„ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც შეადგენს თითქმის 4 მილიონს და რომელსაც აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი; ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა; ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა; მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით; ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია; ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა; მსოფლმხედველობისა და, ზოგადად, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ თანამედროვე დასავლური სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მჭიდრო და მტკიცე ურთიერთობები აშშ-თან, ევროკავშირსა და ნატოსთან და ჩვენი მიზანია ახლო მომავალში ამ ორ ორგანიზაციაში შესვლა,"-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯები ინსტიტუციური გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე, უზრუნველყო სიტყვის თავისუფლება, შექმნა მსოფლიოში მომხიბვლელი ბიზნესგარემო, გახდა უმნიშვნელოვანესი კვანძი აბრეშუმის გზის გაყოლებაზე.

„ჩვენს რეგიონს სჭირდება საქართველო, როგორც ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ერთმანეთთან ჰარმონიაში მოგვყავს ჩვენი ინფრასტრუქტურა და ნორმატიული ბაზა, რათა ვიქცეთ შავი ზღვის სანაპიროს სამხრეთ ნაწილში ისეთ ადგილად, სადაც ჩქეფს ბიზნესი, სადაც ერთმანეთს ხვდება სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტები და სადაც ღირებულებათა ჯაჭვები ერთმანეთთანაა შერწყმული. საქართველო არა მხოლოდ მზად არის, შეასრულოს დერეფნისა და სატრანსპორტო და ენერგეტიკული ცენტრის როლი ჩვენს რთულ რეგიონში, არამედ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იყოს აშშ-ის საყრდენი, სანდო პარტნიორი და ჩვენი საერთო პოლიტიკური, სავაჭრო და უსაფრთხოების ინტერესების ერთგული დამცველი. გარდა უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობისა, ჩვენ კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ეკონომიკური კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობას ჩვენი ახლო პოლიტიკური ურთიერთობების მტკიცე საფუძველზე, ძალიან მალე ამერიკასთან ორმხრივმა ვაჭრობამ შეიძლება მილიარდ დოლარსაც გადააჭარბოს,"-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩებს, რომლებიც საქართველოში 25 წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ.

ფორუმი - „ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე" აშშ-ს ელჩმა იან კელიმ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ფორუმის გახსნას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩები- რიჩარდ მაილსი, კენეტ იალოვიცი და უილიამ კორტნი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა