logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
18:46 29.04.2017
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით სადისკუსიო ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გახსნეს.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ამ პროცესში აშშ-ის მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე. მინისტრის განცხადებით დემოკრატიული განვითარების მთავარ მიღწევას წარმოადგენს სტაბილურობა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია. მიხეილ ჯანელიძის თქმით ქვეყნის სტაბილურობა დიდ წილად ხელს უწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში დასახული მიზნების განხორციელებას.

"დღეს აღვნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს და ეს კვირეული ეძღვნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს. ეს 25 წელი იყო გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ორმხრივმა ურთიერთობებმა, აშშ-ის ძალიან მტკიცე მხარდაჭერამ უზრუნველყო ის, რომ საქართველო დღეს არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა, თითოეული მოქალაქე მიჰყავს თავისუფლებამდე. ჩვენ გვყავს ძალიან ახლო მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების სახით საერთაშორისო მასშტაბით და მისი როლი არის შეუფასებელი. აშშ-მა 25 წლის მანძილზე 4 მილიარდზე მეტი დახარჯა საქართველოში ქვეყნის გაძლიერებისთვის და იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა გამხდარიყო უფრო ძლიერი, ღია და მას შეძლებოდა იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომელიც დღეს რეგიონში და მსოფლიოში არსებობს. ასევე აშშ-ის წვლილი თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით არის შეუფასებელი. ჩვენ ვაგრძელებთ ამ თანამშრომლობას, სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც არის დაფუძნებული ორმხრივ ინტერესზე და ეს ინტერესები პირველ რიგში უკავშირდება იმ საერთო ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ - საქართველო და აშშ ვიზიარებთ“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიების წევრები, ექსპერტები და ჟურნალისტები დაესწრნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა