logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოზარ სუბარი: გაკეთდა არჩევანი, რომ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა ეს კი, ამ მოდელში სრულად ჩაჯდომას ნიშნავს
სოზარ სუბარი: გაკეთდა არჩევანი, რომ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა ეს კი, ამ მოდელში სრულად ჩაჯდომას ნიშნავს
12:27 29.04.2017
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„როცა ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე, რაღაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ. გაკეთდა არჩევანი, რომ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკა ნიშნავს ამ მოდელში სრულად ჩაჯდომას. ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ ეს კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ არის მიმართული და თითქოს ვიღაცას ეშინია მარგველაშვილის, რომ არ ეთქვათ, რომ რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ ჩვენ ვნიშნავთ პრეზიდენტს, კი ბატონო, კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილება, მაგრამ შემდეგი არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით და თუ ვინმე გაიმარჯვებს 2020-ში, 2023 წელს იმ პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი. მაგრამ ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი არ მიიღებენ ამაში მონაწილეობას, პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ პროცესს ემიჯნება. ჩვენ მივიღეთ ოპოზიციისა და ექსპერტების შემოთავაზება, 300-კაციანი ხმოსანთა გუნდის შესახებ, რომელსაც თვითმმართველობები, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და პარლამენტი ერთად ირჩევენ, მაგრამ ამაზეც არ მოდიან. მაშინ ბარემ გავასწოროთ და გავაკეთოთ ისეთი მოდელი, როგორიც არის საპარლამენტო რესპუბლიკა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი მაჟორიტარული სისტემის ცვლილების საკითხსაც გამოეხმაურა.
„მე ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ სისტემას და რის გამოც დათმობაზე მივდივართ ეს არის ჩვენი გუნდის გარკვეული ნაწილის პოზიცია, ბევრი უჭერს ჩვენთან მხარს პროპორციულ არჩევნებს და პლიუს ოპოზიციის მუდმივი მოთხოვნა. მე როგორც ერთი-ერთი ისტორიული კუთხის შვილს, მიმაჩნია რომ კარგი იქნება ყველა კუთხეს და მათ შორის ჩემს სვანეთსაც ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, თავისი ხმა

პარლამენტში. ამ მხრივ, ასევე არ მომწონს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ ხმებს დაახლოებით თანაბარი წონა უნდა ჰქონდეს, მაგრამ როცა ლაპარაკია მაგალითად ტრადიციულ კუთხეებზე და განსაკუთრებით მთის რეგიონებზე, სადაც ნაკლები მოსახლეობაა იქ განსხვავებული წესი უნდა იყოს და ასეთ რაიონებს უნდა ჰყავდეთ თავისი მაჟორიტარები პარლამენტში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე ვეთანხმები იმ მოდელს, რომელზეც ახლა ჩვენ გადავდივართ, მაგრამ ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა და ოპოზიცია აქაც ქმნის პრობლემას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა