logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბორის ჯონსონმა მიხეილ ჯანელიძეს საქართველო-დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი მიულოცა
ბორის ჯონსონმა მიხეილ ჯანელიძეს საქართველო-დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი მიულოცა
18:40 28.04.2017
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.
წერილში, რომელიც მიხეილ ჯანელიძეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზიმ გადასცა, ბორის ჯონსონი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მეგობრობა სათავეს 25 წელზე ბევრად უფრო შორეულ წარსულში იღებს: „1919 წელს, ჩემმა წინამორბედმა, ლორდ კურზონმა, სერ ოლივერ უორდროპი გამოგზავნა თბილისში ამიერკავკასიაში დიდი ბრიტანეთის უფროს კომისრად. ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ამან ასახვა ჰპოვა ყოველწლიური ორმხრივი თანამშრომლობის (სერ ოლივერ უორდროპის სახელობის) „უორდროპის დიალოგის“ ფორმატის სტრატეგიულ ხარისხში აყვანით“.
ბორის ჯონსონი ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრს დაკავშირებით კმაყოფილებას გამოხატავს და როგორც არსებული ურთიერთობების გაგრძელებას, ასევე ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების იმედს გამოთქვამს. „მე მივესალმები ჩვენს მზარდ თანამშრომლობას გლობალურ საკითხებში, იქნება ეს უსაფრთხოება თუ ტერორიზმთან ბრძოლა და ვამაყობ იმით, რომ დიდი ბრიტანეთი ერთ ერთი მთავარი ინვესტორია საქართველოში. მოხარული ვარ, რომ საზოგადოებებს შორის კავშირები სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მიმართულებითაც,” აღნიშნავს ბორის ჯონსონი.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და გააგრძელებს მისი დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა