logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გაერო-ში, ნიუ-იორკში, საქართველოს ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიება გაიმართება
გაერო-ში, ნიუ-იორკში, საქართველოს ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიება გაიმართება
21:11 27.04.2017
საქართველოს ინიციატივით, ნიუ-იორკში, გაერო-ს სათაო ოფისში, გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით - „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების მიზნით კორუფციისაგან თავისუფალი ინსტიტუტები“ - რომელიც მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისათვის კორუფციისგან თავისუფალი, ეფექტური და გამჭვირვალე ინსტიტუტების როლზე გაამახვილებს ყურადღებას. საქართველოსთან ერთად ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან გაერო-სთან დანიის, კოსტა-რიკის, ყატარის, სინგაპურისა და სიერა ლეონეს მუდმივი წარმომადგენლობები, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC).
გაერო-ს წევრი ქვეყნების, გაერო-ს სისტემის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური, გამჭვირვალე და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობის სფეროში ეროვნულ გამოცდილებას გაუზიარებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე, გაერო-სთან კოსტა-რიკის, ყატარის, სიერა-ლეონესა და სინგაპურის მუდმივი წარმომადგენლები. ღონისძიებას წარუძღვება გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე.
ღონისძიება მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარება, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ყველა დონეზე ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა - შესრულების ხელშეწყობის მიზნით გაერო-ში საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის გაგრძელებას წარმოადგენს. ამ მიზნით საქართველომ გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, 2016 წლის 19 სექტემბერს, მაღალი დონის ღონისძიება გამართა, რომლის მასპინძელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო. ღონისძიებაში, რომელიც ღია მმართველობისა და საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირების სფეროებში წარმატებული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 30-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგატმა მიიღო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა