logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი სურვილია საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობამ შეიძინოს ღრმა პარტნიორული ხასიათი
მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი სურვილია საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობამ შეიძინოს ღრმა პარტნიორული ხასიათი
11:24 27.04.2017
ბერლინში, საქართველო-გერმანიის წლის საზეიმო გახსნის ცერემონიამდე, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მიხეილ ჯანელიძემ და ზიგმარ გაბრიელმა განცხადებები გააკეთეს.
მინისტრები მიესალმნენ ქართულ-გერმანული ურთიერთობის 200 წლიან ისტორიას და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღებს და აღნიშნეს, რომ ამ ხნის განმალობაში გერმანია, როგორც ევროპის ლიდერისახელმწიფო საქართველოს მეგობარ და ახლო პარტნიორად იქცა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით გერმანიაში მისი ვიზიტი ემსახურება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და კოლეგა მინისტრთან შეხვედრაზე განხილული იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისგანვითარების შესაძლებლობები.
„გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს, როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში და გერმანია წლების განმალობაში გამოყოფილი ტექნიკური და ფინანსური დახმარებით ნომერ მეორე დონორი სახელმწიფოა საქართველოსთვის. დღეს როგორც არასდროს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობები არსებობს დ ჩვენ ის აუცილებლად უნდაგამოვიყენოთ“- განაცხადა მინისტრმა.
მან გასაკუთრებით გამოყო გერმანიის გადამწყვეტი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა, როგორც ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-გერმანიის თანამშრომლობას ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით, ამ მხრივ განსაკუთრებულად გამოყო გერმანიის საქმიანი წრეების დაინტერესება საქართველოთი, სადაც დღეს უკვე 380-მდე გერმანული კომპანია საქმიანობს. ჯანელიძის განცხადებით საქართველო, როგორც რეფორმატორი ქვეყანა გერმანელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი მოდელია და დღეს გერმანია ევროკავშირის სივრცეში საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა წარმატებულ თანამშრომლობას განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროში. განსაკუთრებით გამოყო გერმანიის მხრიდან ქართველი სტუდენტებისათვის სტიპენდიებისგამოყოფა, რომელმაც მასშტაბურ ციფრებს მიაღწია და რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ ქართველი ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას, არამედ ემსახურება ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.
მიხეილ ჯანელიძე და ზიგმარ გაბრიელი მიესალმნენ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში და აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელსდა გააფართოებს ორმხრივი ურთიერთობების მასშტაბებს. განსაკუთრებით აღინიშნა 2018 წლის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტატუსით მონაწილეობა, რაც გერმანიასა და მთლიანად ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
საქართველო-გერმანიის წლის საზეიმო გახსნის ცერემონიას, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელგანთქმულ საზეიმო დარბაზში (Weltsaal) გაიმართა ხუთასამდე სტუმარი ესწრება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა