logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:18 27.04.2017
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს შეხვდა .
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ნორბერტ რიოტგენს მრავალი წლის განმალობაში საქართველოს მხარდამჭერი პოზიციისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს საქართველოს გერმანიის 200 წლის მეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის საიუბილეო თარიღს და აღნიშნეს, რომ ამ წლების განმალობაში ორი ქვეყნისურთიერთობა და თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით განვითარდა და დღეს საქართველოსა და გერმანიას აკავშირებთ მჭიდრო პარტნიორობა და მეგობრობა.
აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა სქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ასევე გადამწყვეტი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მონიჭებისთვის. ხაზი გაესვა, რომ საქართველო, როგორც ევროპის პასუხისმგებლიანი პარტნიორი მხარში უდგას ევროკავშირს და ევროპელ პარტნიორებს ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რაც დღეს ევროპის წინაშე დგას.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას ხაზი გესვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გერმანიის პოლიტიკურ, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც გადამწყვეტი იყო საქართველოს ინსტიტუციური და დემოკრატიული განვითარებისთვის.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ანექსიური ნაბიჯების შედეგად შექმნილი ვითარება და ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გერმანიას ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
საუბარი შეეხო პარლამენტთა შორისი თანამშრომლობის არსებულ დინამიკასა და ფორმატებს, კმაყოფილებით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის პრაქტიკა. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ საპარლამენტო განზომილებაში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერად შაფასა მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა