logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებს შეხვდა
11:11 27.04.2017
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს გერმანიის პოლიტიკური წრეებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მინისტრმა შეხვედრა გამართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის ხელმძღვანელი კარლ ლამერსი და დელეგაციის წევრები.

მინისტრმა განსაკუთრებული შეფასება მისცა გერმანული პოლიტიკური წრეების და გერმანიის ბუნდესტაგის წევრთა მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში. ხაზი გაესვა გერმანიის მნიშვნელოვან წვლილსნატო-ს არსებითი პაკეტის შესრულების პროცესში. ისაუბრეს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესში გერმანიის დახმარებით მიმდინარე პროექტებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გაწევრიანებისთვის და მიაღწია უმნიშვნელოვანეს პროგრესს, როგორც შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის, ასევე პოლიტიკური დადემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით. გერმანელი დეპუტატების შეფასებით საქართველო ლიდერია დემოკრატიული განვითარების გზაზე, რაც არის უმნიშვნელოვანესი პირობა და გარანტი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატოს წევრ ქვეყნებთან და ალიანსთან საქართველოს მჭიდრო და ინტენსიურ დღის წესრიგს, მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა 2017 წლის მაისს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვა და გენერალურიმდივნის ვიზიტი. მხარეების განცხადებით ეს არის ნატოს მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება.

„მოხარულები ვართ და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ბუნდესთაგს ეწვია და შეხვდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებს. გახსნილი დისკუსია გვქონდა საქართველოსა და გერმანიის კარგ ურთიერთობებსა და მეგობრობაზე. ვფიქრობ, რომ კარგ გზას ვადგავართ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებით. ჩვენმა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და გერმანიის პრეზიდენტმა ბატონმა შტაინმაიერმა ნატოს უელსის სამიტზე 2014 წელს მოახდინა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიცირება, რომელიც ნატოსა და საქართველოს შორის ერთობლივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავების კარგ შესაძლებლობებს ქმნის. ვფიქრობ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი მხარდაჭერის ძალიან კარგი გამოხატულებაა. ვფიქრობ ის რეზოლუციის პროექტი, რომელიც ჩვენ ბერლინში პირველ აპრილს კომიტეტის სხდომაზე შევიმუშავეთ, დამტკიცდება თბილისში და დეკლარაცია ხელს შეუწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“ - განაცხადა კარლ ლამერსმა.

აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ქართული სამხედრო კონტიგენტის წარმატებული მონაწილეობა ნატო-ს სამშვიდობო მისიებში. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოებისგარემოს და საქართველოს მზადყოფნას საკუთარი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ნატო-ს მოახლოებულ სამიტს და აღინიშნა, რომ სამიტზე მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიგნალია ასპირანტი ქვეყნებისთვის და ადასტურებს ნატო-ს ღია კარისპოლიტიკას.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს და გერმანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა