logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რუმინეთის პრემიერი: ვიზალიბერალიზაცია იყო საქართველოს მიერ გაწეული შრომის აღიარება
რუმინეთის პრემიერი: ვიზალიბერალიზაცია იყო საქართველოს მიერ გაწეული შრომის აღიარება
17:34 26.04.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა სორინ გრინდეანუმ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და შეხვედრის შედეგებზე ისაუბრეს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ.

"საქართველო და რუმინეთი არიან უძველესი კულტურის ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულად არიანდაკავშირებულნი. შავი ზღვა გვიქმნის განსაკუთრებულ უპირატესობას და ხელს უწყობს თანამშრომლობის ფართოსპექტრის განვითარებას. საქართველო და რუმინეთი წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. აქტიურად ვმუშაობთ ამ შესაძლებლობების განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია სატრანსპორტო-ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რუმინეთის აქტიურ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ფართომასშტაბიან რეფორმებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

"ჩვენ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან რეფორმებს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, რათა ქვეყანაში დავნერგოთ საუკეთესო ევროპული სტანდარტები და ნორმები. თანდათანობით, ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების სიკეთეები ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი თითოეული მოქალაქისათვის.დღითიდღე უფრო და უფრო მეტი მცირე და საშუალო მეწარმე ინტერესდება ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტით," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველო აქტიურად ემზადება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის, რომელიც 24 ნოემბერს გაიმართება ბრიუსელში. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო პარტნიორების მხარდაჭერით, შეძლებს იმ საერთო მიზნების შესრულებას, რომლებსაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა" ითვალისწინებს.
საქართველოს მთავრობის მეთა
ურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.

"ხაზი გაესვა 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების უკანონობას, რომელიც წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას,მოახდინოს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა რუმინეთის მთავრობას აღნიშნულ არალეგიტიმურ და საშიშროების შემცველ ქმედებებზე რეაგირებისათვის და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გავუსვა ხაზი. ვისაუბრეთ აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ.გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე," - აღნიშნა პრემიერმა.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორივე მხარისათვის საინტერესოა, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული რეგიონალური პროექტები, რომლებიც კასპიისა და შავი ზღვების დერეფნის ამოქმედებას ისახავს მიზნად. სორინ გრინდეანუს თქმით ორივე ქვეყნის მთავრობა დაინტერესებულია შავი ზღვის, როგორც ევროპას, აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის არსებული ხიდის ეკონომიკური პოტენციალით.

"ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, რაც ინვესტიციების წახალისებასა და ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის დონის ზრდას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს ჯერ სათანადოდ არ აუთვისებიათ და გამოუყენებიათ. პრემიერ-მინისტრთან ერთად გადავწყვიტეთ ამ პროცესის დაჩქარება და ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი კომიტეტის გააქტიურება, რაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩასატარებელი სესიის გზით უნდა მოხდეს. უნდა აღვნიშნო, რომ მთავრობათაშორისი კომიტეტის სხდომა 2002 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენი გადაწყვეტილების თანახმად, მისი საქმიანობა უმოკლეს ვადაში უნდა გააქტიურდეს. რუმინული კომპანიების მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმების გათვალისწინება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია," - განაცხადა სორინ გრინდეანუმ.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას და ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ დიდ წარმატებას.

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განვითარებას საჭიროებს, ტურიზმის სფეროა - ეს განსაკუთრებით აქტუალური საკითხია მას შემდეგ, რაც სულ ახლახან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მიეცათ. ეს იყო საქართველოს მიერ გაწეული შრომის აღიარება და ამ შედეგს რუმინეთი მხარს უჭერდა. მინდა, პრემიერ-მინისტრს პირადად მივულოცო ეს მიღწევა," - აღნიშნა სორინ გრინდეანუმ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა