ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ,
პრეზიდენტ საული ნიინისტოს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს.
შეხვედრაზე, საქართველო ელჩმა, ხაზი გაუსვა საქართველოსა და ფინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღნიშვნის მნიშვნელობას. თავის მხრივ, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიღწევებს ევროინტეგრაციის კუთხით. საული ნიინისტომ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება და საქართველოს ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში, შესრულდა საქართველოს და ფინეთის რესპუბლიკის ჰიმნები

















