საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური
კორპუსის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილა. ასევე, გააცნო საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიზნები და პრიორიტეტები.
ამასთან, შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოელი დიპლომატების ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერის და მტკიცე პოზიციის მნიშვნელობას.

















