logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სვენ მიკსერი: საქართველო ესტონეთისა და ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია
სვენ მიკსერი: საქართველო ესტონეთისა და ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია
18:36 24.04.2017
„საქართველო ესტონეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ორმხრივი ურთიერთობების კუთხით ის პრიორიტეტული ქვეყანაა თანამშრომლობის განვითარების სფეროში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, სადაც ვრცლად ისაუბრა საქართველო-ესტონეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე.

სვენ მიკსერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

მინისტრმა საქართველოს მიულოცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯის მისაღწევად ქვეყანამ ნამდვილად დიდი ძალისხმევა გასწია.

”მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, რაც გახლავთ ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ამას ნამდვილად სერიოზული ძალისხმევა, საშინაო დავალების შესრულება დასჭირდა, რათა ქვეყანა მომზადებულიყო ვიზალიბერალიზაციის შემოღებისთვის. ეს გახლავთ შემდგომი ბიძგი, სტიმული ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ეჭვგარეშეა, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ესტონეთისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. ეს მოხდება საკმაოდ რთულ პერიოდში ევროკავშირისთვის. მიმდინარეობს და საკმაოდ დაძაბულია საარჩევნო კალენდარი ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში. ჩვენი პრეზიდენტობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახული გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მხრიდან სხვადასხვა დონის ამბიციაა ევრონტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ საქართველო არის ნამდვილად წარმატებული მაგალითი, ქვეყანა, რომელმაც დაისახა ძალიან ამბიციური მიზანი ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი ამ მიზნამდე, უმნიშვნელოვანესია ესპროცესები, რომელიც მიგვიყვანს წევრობამდე როდესაც ამის შესაძლებლობა ექნება. რეფორმები, რომელიც ამ მიზნამდე მიიყვანს ქვეყანას, ძალიან ხშირ შემთხვევაში გვესახება მტკივნეულად და რთულად, მაგრამ ძალიან დადებითია საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ზოგადად მოსახლეობისთვის”, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სვენ მიკსერის განცხადებით ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროების მიმართულებით.

„თქვენ ნატოს მისაბაძი პარტნიორი ხართ და დიდი წვლილი შეგაქვთ ნატოს ოპერაციებში და ასევე ძალიან კონსტრუქციულად მუშაობთ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკის მომხრეები ვართ და მოგიწოდებთ, რომ ყველა ფორმატი გამოიყენოთ“ - აღნიშნა მინისტრმა.
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს დაეხმაროს და გაუზიაროს გამოცდილება ნატოში ინტეგრაციის გზაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა