logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე: მოხარული ვარ, რომ საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობის პრიორიტეტები მთავრობის 4 პუნქტიან გეგმას ეხმიანება
მიხეილ ჯანელიძე: მოხარული ვარ, რომ საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობის პრიორიტეტები მთავრობის 4 პუნქტიან გეგმას ეხმიანება
17:00 24.04.2017
ესტონელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყნას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, ახალი შესაძლებლობები იხსნება და აქტიურდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. მინისტრის თქმით 2016 წელს სავაჭრო ბრუნვა 21%-ით, ხოლო საქართველოდან ექსპორტი -24%-ით გაიზარდა. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ესტონეთში ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანაში გამართულ ბიზნეს ფორუმებზე და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთის მთავრობები ხელს უწყობენ ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას. მინისტრის განცხადებით სამთავრობო და პოლიტიკურ დონეზე ყველა შესაძლებლობაა შექმნილი იმისათვის, რომ ბიზნეს წრეებმა პრაქტიკული სარგებელი მიიღონ ბიზნეს ურთიერთობებიდან.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სფეროებზე საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საქართველო-ესტონეთს შორის თანამშრომლობის სფეროები პირდაპირ ეხმიანება აღნიშნულ გეგმას.

მინისტრმა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით პირდაპირი რეისების არსებობის მნიშვნელობასა და აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ჩამოყალიბებას. საქართველოს საელჩო ესტონეთში აქტიურად მუშაობს ესტონურ კომპანიებთან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები პირდაპირი რეისების განხორციელებაზე“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა საგანმანათლებლო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ესტონეთის მთავრობა ყოველწლიურად გამოჰყოფს სტიპენდიებს ქართველი სტუდენტებისათვის და დღეს ესტონეთში უმაღლეს განათლებას 200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი იღებს. მინისტრის თქმით ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს კავშირებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის.

„საქართველოსა და ესტონეთს შორის მეგობრობა ძალიან მყარია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ერთად იღებენ განათლებას. ჩვენ მოხარული ვიქნებით ვიხილოთ ესტონელი სტუდენტები საქართველოში და საქართველოს უნივერსიტეტებში. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მომავალი თაობები ისევე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან, როგორც დღევანდელი და წინა თაობები“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა