logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: ესტონეთი საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია
მიხეილ ჯანელიძე: ესტონეთი საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია
16:27 24.04.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს ესტონელ კოლეგას სვენ მიკსერს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა, სადაც გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.
როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, შეხვედრისას მინისტრებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ის სირთულეები, რაც ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას რუსეთის მიერ აღმართული მავთულხლართების შედეგად ექმნება.

„ესტონეთი საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია. ესტონეთმა ნამდვილად არაერთხელ დაამტკიცა საქართველოსადმი ამ მიმართულებით ძალიან მტკიცე ერთგულება და მხარდაჭერა. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენ მეგობარ ქვეყანას საქართველოს მიმართ გატარებული და გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მინიტრმა აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი ესტონეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია, რადგან პირველი ივლისიდან ქვეყანა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება. მიხეილ ჯანელიძის თქმით, სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები და ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში თანამშრომლობა იყო განხილვის ერთ-ერთი თემა კოლეგასთან შეხვედრის დროს.

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობისას ესტონეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი“ ქვეყნების თანამშრომლობა იქნება. სწორედ ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტი. ჩვენ განვიხილეთ სამიტის მოსამზადებელი საკითხები, რომელიც უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა და განსაზღვრავს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების მომავალ პერსპექტივებს“ - მიხეილ ჯანელიძე.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე მოინახულებს სოფელ ხურვალეთს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა