logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„დემოკრატიულ მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ სტასტუს-ნეიტრალური პასპორტის აღება ნებაყოფლობითი უნდა იყოს
„დემოკრატიულ მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ სტასტუს-ნეიტრალური პასპორტის აღება ნებაყოფლობითი უნდა იყოს
14:32 25.06.2012
პარტია „დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ მიიჩნევს, რომ სტასტუს-ნეიტრალური პასპორტის აღება ოკუპირებულ  ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობის“ სათათბიროს წევრმა, აფხაზეთიდან დევნილმა მამუკა აჩბამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ უნდა ვაჭრობდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობით, რაც გამოიხატება პრინციპით - „თუ ნეიტრალურ პასპორტი არ გექნება ვერ მიიღებ განათლების დაფინანსებას და სამედიცინო დახმარებას.“
„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ აშშ-მ და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უკვე ოფიციალურად აღიარა სტატუს-ნეიტრალური პასპორტი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ამ დოკუმენტით სხვადასხვა ქვეყანაში სამედიცინო დახმარების, სწავლის მიღებისა, თუ ელემენტალურად ტურისტული მიზნით წასვლის საშუალება მიეცემათ“ - განაცხადა აჩბამ.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ პირებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამის ორგანოებში დადასტურებული სტატუს-ნეიტრალური პასპორტები, სრულად დაუფინანსდებათ სწავლა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება.
აჩბა აღნიშნავს, რომ თუკი დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად სურს აფხაზი და ქართველი, ოსი და ქართველი ხალხის შერიგება, მაშინ მათ კეთილი ნებით უნდა დაეხმაროს და არა იძულებითი პასპორტიზაციის გზით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა