საქართველოს პრეზიდენტი მიეხილ სააკაშვილი ხვალ სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის - BSEC-ის წევრი სახელმწიფოების
მეთაურთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, სამიტი ორგანიზაციის 20 წლისთავს ეძღვნება. სამიტის თანათავმჯდომარეები თურქეთის და სერბეთის პრეზიდენტები იქნებიან.
მისი თქმით, საქართველო BSEC-ის დამფუძნებელი ქვეყანაა. მისი მიზანი იყო, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა და წარმატებული პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის მოდელის შექმნა.
BSEC 1992 წლის 25 ივნისს დაფუძნდა.

















