logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპული წესრიგის და ევროპული უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილია
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპული წესრიგის და ევროპული უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილია
19:44 21.04.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმში, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და რეგიონების მილიტარიზაციის პროცესზე, რაც მისი შეფასებით საფრთხეს წარმოადგენსარამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ხელს უწყობს არასტაბილურობას. მინისტრის თქმით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას გააჩნიაკონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ. საქართველოს მთავრობის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს ამ გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპისსაბჭოში გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“, რომელმაც უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო.

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ეფექტურად აღუდგეს წინ არსებულ საფრთხეებს და შექმნას უსაფრთხო, დემოკრატიული და ეკონომიკურად პერსპექტიული გარემო ყველა მოქალაქისათვის. უსაფრთხოება არ არისმხოლოდ გარე აგრესიისა და სხვა უსაფრთხოების რისკებისგან ქვეყნის დაცვა, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, პოლიტიკური და პირადი თავისუფლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა“ - განაცხადამიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგები ცხადყოფს საქართველოს მისწრაფებებს ევროპისკენ, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირისა და ნატო-ს უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პროცესში, რაც გადამწყვეტი ფაქტორია რეგიონის სტაბილურიდა მშვიდობიანი განვითარებისთვის.
„საერთო ძალისხმევით, ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ის პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგავართ. საქართველო მზად არის ნატოსა და ევროკავშირისთვის კვლავ დარჩეს სანდო პარტნიორად რეგიონში, მაგრამ არა მხოლოდ პარტნიორად, არამედჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ გავხდეთ ორივე ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი - ეს არის საქართველოს მომავალი“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა