logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოს და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
10:01 21.04.2017


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი თურქმენეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვეპა ხაჯიევი მიიღო.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა საქართველო-თურქმენეთის ორმხრივ ურთიერთობებს დაეთმო. მხარეებმა მიმოიხილეს, როგორც აქტუალური მიმდინარე საკითხები, ასევე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. ქართული მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა ხელი შეუწყოს თურქმენეთთან სხვადასხვა სფეროში მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას.

თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი მე-5 რაუნდი. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია. პოლიტიკური კონსულტაციების დროს გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხთა მთელ სპექტრზე. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და თურქმენეთს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედებების მაღალი დონე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას. განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ 2017 წელს სრულდება საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილე. შეთანხმდა, რომ ამ თარიღს მიეძღვნება რიგი ღონისძიებები.

კონსულტაციების მსვლელობისას, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური ენერგეტიკულ-სატრანსპორტო დერეფნების შესაძლებლობების სრულად ათვისების აუცილებლობაზე, ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობაზე, საქართველოს საზღვაო პორტების პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე; სამართლებრივი ბაზის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე; ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობაზე.

კონსულტაციების მსვლელობისას მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია რეგიონული და საერთაშორისო საკითხების თაობაზე. თურქმენეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი მე-6 რაუნდი მომავალ წელს აშხაბადში გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა