logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: ნატოს სამიტზე მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება
მიხეილ ჯანელიძე: ნატოს სამიტზე მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება
17:48 20.04.2017
„საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ამზადებს წევრობისთვის. ეს არ არის ჩვენი განაცხადი, ეს არის დაფიქსირებული როგორც მინისტრების დეკლარაციაში, ასევე ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში, გადაცემა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას, სადაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს სამომავლო მიზნებზე და ასევე ალიანსის მოახლოებულ მინი-სამიტზე.

მინისტრის განცხადებით, 25 მაისს ბრიუსელში დაგეგმილი ნატოს მინი-სამიტი მთლიანად უკავშირდება აშშ-ისა და ალიანსის სხვა წევრების შემდგომი ურთიერთობების განხილვას და პოზიციების შეჯერებას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სამიტის ფარგლებში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი - მონტენეგროს წევრობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც ღია კარის პოლიტიკის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი სიგნალია ყველასათვის.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით ნატო და ალიანსის წევრი ქვეყნები ღიად აფიქსირებენ მხარდაჭერას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ და დღეს საქართველოს გააჩნია ნატოში ინტეგრაციისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი.

„ჩვენი პრაქტიკული ინსტრუმენტებია პირველ რიგში, ყოველწლიური ეროვნული გეგმა, ნატო-საქათველოს კომისიის ფორმატი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. არსებითი პაკეტი საქართველოს ხდის სრულად თავსებადს ნატოსთან და ასევე აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას, რაც ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ წინაპირობას წევრობისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა აგრეთვე ისაუბრა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხზე, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო ამ პროცესს უდგება პრაგმატულად და მუშაობს პრაქტიკულად, როგორც შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების, ასევე ალიანსში კონსესუსის მიღწევის საკითხებზე.

მინისტრის შეფასებით, საქართველოს ნატოსთან აქტიური დღის წესრიგი აქვს, ამის დასტურია 2017 წელს განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები. მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოში გასამართ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას და ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა