logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან შეხვედრისას თეირანში პრემიერ კვირიკაშვილის ვიზიტის საკითხები განიხილა
მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან შეხვედრისას თეირანში პრემიერ კვირიკაშვილის ვიზიტის საკითხები განიხილა
16:38 18.04.2017
ირანის ისლამურ სახელმწიფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს საქართველოსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავადზარიფის ოფიციალური ვიზიტისას გამართულ შეხვედრაზე.

როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხელ ჯანელიძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელი ვიზიტი ირანში, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს შედგება.

„დღეს ჩემს კოლეგასთან ერთად დეტალურად განვიხილეთ ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები, მათ შორის მაღალი დონის შეხვედრები თეირანში. დარწმუნებული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ირანში სრულიად ახალ ბიძგს და დინამიკას შესძენს ქვეყნებს შორის შემდგომ თანამშრომლობას,“-განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ხალხთაშორისი ურთიერთობის, კულტურის და განათლების სფეროში. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში ირანელი ტურისტების მზარდი დინამიკა, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული პირდაპირი ავიაფრენები. როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა 2016 წელს ირანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 5-ჯერ გაიზარდა და ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველოს მთავრობის სურვილია უმაღლესი განათლების მიღების მეტი შესაძლებლობა შესთავაზოს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ირანელ სტუდენტებს.

„ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ირანული მხარის მიერ ქართული დიპლომების აღიარების საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ დღეს ჩემს კოლეგასთან და ამ საკითხზე მუშაობა შესაბამისი უწყებების მიერ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“-აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრებმა პერსპექტიულად მიიჩნიეს თანამშრომლობა სტარტაპებისა და ინოვაციების კუთხით. ამ მიმართულებით მიმოიხილეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ირანის შესაბამის ტექნოლოგიურ ცენტრს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წელს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღს, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ამ წლების განმალობაში საქართველოსა და ირანს შორის ჩამოყალიბდა მეგობრული, კეთილმეზობლური თანამშრომლობა.

შეხვედრის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ მუჰამედ ჯავადზარიფმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მოწვევისთვის და მასპინძლობისთვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა