ლეიბორისტები პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წარმომადგენლის ვალერი გაბელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
გაბელია სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
„დაკავებულია პარტია „განახლებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ვალერი გაბელაია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ პარტიის სხვა ლიდერებსაც ემუქრებათ საფრთხე“ - აცხადებენ ლეიბორისტები.
„ლეიბორისტული პარტია“ ვალერი გაბელაიას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„ლეიბორისტული პარტია“ გმობს რეპრესიების ამ ტალღას. ასევე, მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მოახდინონ“ - აღნიშნავენ პარტიაში.
გაბელიას დაკავებასთან დაკავშირებით დღეს განცხადებას „განახლებული საქართველოსთვის“ წევრებიც გააკეთებენ.

















