logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ვიშეგრადის ოთხეული“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას მხარს უჭერს
„ვიშეგრადის ოთხეული“ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას მხარს უჭერს
12:08 13.04.2017
„ვიშეგრადის ოთხეული“ მხარს უჭერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

ამის შესახებ საუბარია „ვიშეგრადის ოთხეულის“ განცხადებაში, რომელიც ვარშავაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო პოლიტიკური ნარატივი და ახალი სტრატეგიული ხედვა. ამ კონტექსტში, „ვიშეგრადის ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომდევნო სამიტის დეკლარაციაში უნდა აისახოს პარტნიორი ქვეყნების განსხვავებული მისწრაფებები და დაინტერესებული პარტნიორებისთვის შეთავაზებული უნდა იქნას ევროპული პერსპექტივა. ამასთანავე, გრძელვადიან პერსპექტივაში „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ უნდა მომზადდეს ამბიციური დღის წესრიგი.
დოკუმენტით „ვიშეგრადის ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ და აღნიშნეს, რომ იგი „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას. ამ თვალსაზრისით, მინისტრები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ადეკვატური ნაბიჯები იმისათვის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მუდმივად იდგეს ევროკავშირის დღის წესრიგში როგორც პრიორიტეტი.

რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, „ვიშეგრადის ოთხეულის“ მინისტრები მოუწოდებენ გამოწვევებზე სტრატეგიული რეაგირებისაკენ და ხაზს უსვამენ პარტნიორ ქვეყნებში რეფორმების პროცესის გაგრძელების საჭიროებას შიდა სტაბილურობის, მდგრადობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.

განცხადებაში ასევე საუბარია ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული კავშირების განვითარებაზე. მინისტრების განცხადებით, აღნიშნული წვლილს შეიტანს არამარტო ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხალხთა შორის კონტაქტების განმტკიცებაში, არამედ გააძლიერებს პოლიტიკურ კავშირებსაც. ამ კონტექსტში, მინისტრები მიესალმებიან აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნების პან-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ინტეგრირების გადაწყვეტილებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა