საქართველოს დღეს პოლონეთის მარშალი ბოგდან ბორუსევიჩი ესტუმრება.
ბორუსევიჩი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
მთავარი განსახილველი თემა კი, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია იქნება.
შეხვედრა გაიმართება საპარლამენტო ოპოზიციასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, ასევე, პოლონური დიასპორის წარმომადგენლებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანდრჟეი ტიშკევიჩთან.
ამასთან, პოლონეთის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზონას მოინახულებს.
დელეგაცია თბილისს 28 ივნისს დატოვებს.

















