პარლამენტის საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირას დაიხურება.
დღეს დეპუტატები იმ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ, რომელთაც 29 ივნისს ბოლო სხდომაზე დაამტკიცებენ. მათ შორისაა ცვლილებები ლაზიკას სტატუსის განსაზღვრის შესახებ, რომლის თანახმად, ლაზიკა ინდუსტრიულ-ეკონომიკურ ზონად გამოცხადდება.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატები საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელებენ.

















