logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
18:57 12.04.2017
ვარშავაში, „ვიშეგრადის ოთხეულისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა რუმინელ კოლეგასთან ტეოდორ მელესკანუსთან.

შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. შეხვედრისას მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე.

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მინისტრებმა აღნიშნეს ორმხრივი ბიზნეს ფორუმების გამართვის და ბიზნეს წრეების დაახლოების მნიშვნელობა და შეთანხმდნენ ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურების ხელშეწყობაზე.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობას, არამხოლოდ ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესების, არამედ, შავი ზღვის, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი დერეფნის წარმოჩენის მიზნით.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავსირებული თემები.

მიხეილ ჯანელიძისა და ტეოფორ მელესკანუს შეხვედრაზე განხილულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი და ქართული მხარის მოლოდინები სამიტთან დაკავშირებით. რუმინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.

რუინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა კოლეგას ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი წამატება, რაც საქართველოს მოქალქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებაში გამოიხატა და კიდევ ერთხელ გამოთქვა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური გზის მიმართ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა