logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას შეხვდა
19:09 11.04.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გამართა შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებული პროგრესი და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედების დინამიკა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, მათ შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.

“ჩვენ მივესალმებით იმ აქტიურ თანამშრომლობას და პოლიტიკურ კონტაქტებს ყველა დონეზე - პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების და სხვადასხვა კოლეგა მინისტრების ჩართულობით, რაც ხაზს უსვამს ჩვენს დიდ მოტივაციას და სურვილს, რომ გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს. წელს აღვნიშნავთ ორმხრივი ურთიერთობებისათვის მნიშვნელოვან, საიუბილეო თარიღს - დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. ამ წლების განმავლობაში ერთობლივი მცდელობების შედეგად შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთ-სასარგებლო პარტნიორობის განვითარება“ - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს გლობალური და რეგიონალური გამოწვევები. გაიცვალა მოსაზრებები მნიშვნელოვან პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობა. მინისტრმა სომეხ კოლეგას მიულოცა ევროკავშირთან ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების წარმატებული დასრულება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან კარენ კარაპეტიანთან და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა