საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 2017 წლის 11 აპრილს ოფიციალური ვიზიტით
სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარქისიანთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან კარენ კარაპეტიანთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ იგეგმება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

















