logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს ერთმნიშვნელოვნად გმობს
საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს ერთმნიშვნელოვნად გმობს
09:48 11.04.2017
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს საერთაშორისო თანამეგობრობა ეხმაურება. გაკეთდა განცხადებები როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და ოფიციალური პირების მიერ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებაში გმობს არალეგიტიმურ არჩევნებს და რეფერენდუმს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ეს არალეგიტიმური არჩევნები და რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ტარდება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ნათელი და თანმიმდევრულია. ეს რეგიონები წარმოადგენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრეს-სპიკერის მაია კოცინიანჩიჩის მიერ გავრცელებული ევროკავშირის ოფიციალური განცხადებით, ევროკავშირი არ ცნობს საქართველოს ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით 9 აპრილს ე. წ. რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. განცხადებაში ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მეშვეობით.

„ნატო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებსა და რეფერენდუმს. რეგიონისთვის სახელის ან სტატუსის შეცვლის ცალმხრივი ნაბიჯები, საქართველოში სიტუაციის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის. ნატოს მოკავშირეები საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ და მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნატოს ოფიციალური განცხადება ალიანსის სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ გაახმოვანა.

აღნიშნულ ფაქტს ოფიციალურ და Twitter-ის გვერდზე ეხმაურებიან აზერბაიჯანის, უკრაინის, ჩეხეთის, ფინეთის, ლიტვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა