თბილისი, უკვე მეორედ, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს მასპინძლობს.
ორდღიანი ფორუმის მონაწილეებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გვერდში უდგას საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

















