ევროპის სახლში დღეს „აფხაზური კულტურის საღამო“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ქართულ-აფხაზური წიგნის „აფხაზური მითები
და რიტუალების“ პრეზენტაცია მოეწყო.
წიგნი სტუმრებს ავტორმა ნუგზარ ანთელავამ წარუდგინა და განმარტა, რომ იგი აფხაზური მსოფლმხედველობის, ღირებულებების და რელიგიური მრწამსის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
„წიგნში თვალნათლივ ვლინდება ის კავშირი, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებობს. მკითხველი ადვილად დაინახავს, რომ აფხაზურ მითოლოგიასნათესაური კავშირი აქვს ქართულ მითოლოგიასთან“ - აღნიშნა ბარამიამ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის თავჯდომარე გიორგი ბარამიაც ესწრებოდა.
მისი განცხადებით, ქართველებისთვის აფხაზური კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველების და აფხაზების დაახლოებას. სწორედ ამ მიზნით შედგა ნუგზარ ანთილავას წიგნის პრეზენტაცია და სავარაუდოდ ქართველების და აფხაზების დაახლოებისათვის მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი ღონისძიებები“-აღნიშნა ბარამიამ.
დღევანდელ ღონისძიებაზე ახალგაზრდა აფხაზი დიზაინერის თინა კიუტის აფხაზეთის ისტორიულ ქალაქების თემაზე შექმნილი საღამოს კაბების ჩვენებაც მოწყო.

















