logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე იმსჯელეს
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე იმსჯელეს
11:18 08.04.2017
ევროკავშირის მისიის ინიციატივით ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე მსჯელობა გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მინდინარეობაზე. სხდომაზე განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა, რომელმაც ეუთო-ს მუდმივ საბჭოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 28-29 მარტს გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდის შესახებ.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების მილიტარიზაციისა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო სისტემაში ინტეგრაციის მძიმე შედეგებზე. ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების აუცილებლობაზე. კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა თავის განცხადებაში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის მხარეს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ.

სხდომაზე ქართული მხარის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთეს ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ უკრაინა, მოლდოვა, სან-მარინო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ნორვეგია, ალბანეთიდა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გამომსვლელებმა, ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ საჭიროა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების მკაფიო ვალდებულების აღება უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების, ნდობის აღდგენის და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისმიზნით. მან ხაზი გაუსვა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენს და მონაწილეებს დღის წესრიგის ყველა საკითხის განხილვისკენმოუწოდა. ევროკავშირის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაგმო აფხაზეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის ფაქტი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში დაგმო ცხინვალის რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიდა აღნიშნული ტერიტორიისთვის სახელის შეცვლის საკითხზე დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი არამხოლოდ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ხელს უშლის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობას. მან შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის ფაქტთან დაკავშირებით. აშშ-ს დელეგაციამ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ჰუმანიტარული საკითხების, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვის მნიშვნელობას და მათი გადაჭრის მიზნით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა