logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შვედეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თანაავტორი ქვეყანა, აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე
შვედეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თანაავტორი ქვეყანა, აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე
11:31 07.04.2017
საქართველოს ერთობლივი ვიზიტით შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი ანა კარინ ენსტრომი და ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორის მოადგილე ტომო კანტოლა სტუმრობენ.

მათ შეხვედრები უკვე გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილეებთან ვახტანგ მახარობლიშვილთან და დავით დონდუასთან.

ვახტანგ მახარობლიშვილთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს და სამომავლო პერსპექტივებს.

ანა კარინ ენსტრომმა აღნიშნა, რომ შვედეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თანაავტორი ქვეყანა, აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

შვედეთის და ფინეთის პოლიტიკურმა დირექტორებმა, ქართულ მხარეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ეს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების და ქართველი ხალხის მტკიცე ძალისხმევის შედეგია.

ხაზი გაესვა, ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და გამოითქვა მომავალშიც აქტიური ურთიერთობების მზაობა.

განხილულ იქნა საქართველო-ფინეთის და საქართველო-შვედეთის ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ამასთან, აღინიშნა, რომ 2017 წელს საქართველო-შვედეთსა და საქართველო-ფინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავია.

დავით დონდუასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკას, კერძოდ, აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მიმდინარეობას, ხაზი გაესვა ნდობის აღდგენის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებული ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს და შეშფოთება გამოითქვა სოფლებში ოტობაია და ნაბაკევი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გაუქმების გამო. აღინიშნა ის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგები, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე და აღნიშნეს NB8-ის პარლამენტის სპიკერების წარმატებული ვიზიტი საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკურმა დირექტორებმა შეხვედრები გამართეს ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან არჩილ ყარულაშვილთან, მოინახულეს JTEC-ისა და EUMM-ის ოფისები და შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა