logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
18:27 06.04.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში „ამერიკული უნივერსიტეტის“ ევროკავშირის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნული პროგრამა ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პოლიტიკის შესწავლას ითვალისწინებს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა ამ კუთხით, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე; ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის მ.წ. 28 მარტს საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭების საკითხზე; ასოცირების შეთანხმებაზე, როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების უმთავრეს მექანიზმზე. ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის სამომავლო გეგმებს. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს გეგმებზე უფრო მეტად იყოს ჩართული ევროკავშირის სააგენტოებსა და პროგრამებში. აღინიშნა, ახლახანს, საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის გაფორმებული სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება და მისი მნიშვნელობა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობაზე, მათ შორის ევროკავშირთან და აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაზე, სადაც საქართველო მოხსენიებულია, როგორც უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორი. ამასთანავე, აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის კრიზისის მართვის მისიებში საქართველოს ჩართულობაზე.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ნატოში გაწევრიანება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, ხაზი გაესვა საქართველოს როლს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში და მის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატო-ს მისიებში. ყურადღება გამახვილდა იმ პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ინტეგრაციის პროცესიდან მიღებულ დადებით შედეგებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. ყურადღება გამახვილდა ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატულ ცალსახა პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე, მათ შორის თავდაცვისუნარიანობისა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლების მიმართულებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული პროცესების შედეგად ქვეყანა უახლოვდება ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატო-ს წევრი სახელმწიფო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა