პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ პოლონურ-ქართული კომისიის
ისტორიკოსთა მიღებას უმასპინძლა.
კომისიის პირველი სხდომა და ინაუგურაცია ვარშავის უნივერსიტეტში ჩატარდა.
კომისია, რომლის მუშაობა პოლონეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავს ეძღვნება, 2021 წლამდე იმუშავებს და ქართულ-პოლონური ურთიერთობების ისტორიის სხვადასხვა ასპექტს გამოიკვლევს.
მიღება საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

















