logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება
21:19 04.04.2017
ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განხილულ იქნება საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, რეფორმების მეშვეობით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისა და ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები, მათ შორის, ენერგეტიკული სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

საგარეო უწყების ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და მეწარმეობის კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას. მხარეები განიხილავენ ვაჭრობისა და ინვესტიციების მაღალი დონის დიალოგის, სავაჭრო მისიების, თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმის, მეწარმეობის განვითარებისა და ინოვაციების, ასევე, ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართულებებს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან თავმჯდომარეობას გაუწევენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ხოლო ამერიკული მხრიდან - ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, პატრიშა ჰესლეჩი, ასევე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოქმედი თანაშემწე, მარგო ელისი.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა