logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმში დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა
ბათუმში დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა
20:53 04.04.2017
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, დღეს ბათუმში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე მინისტრთა კაბინეტს და დამსწრე მედიის წარმომადგენლებს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და ქვეყნისა და რეგიონისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქუთაისში სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობის პროექტზეც. ახალი სარკინიგზო ხაზი ქუთაისის აეროპორტიდან ქობულეთისა და ბათუმის მიმართულებით უცხოელ ტურისტთა ნაკადის გაზრდას შეუწყობს ხელს. ზურაბ პატარაძემ ავიაკომპანია Wizzair-ის საბორტო საბორტო ჟურნალში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ გამოქვეყნებული სარეკლამო სტატიის შესახებაც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მსოფლიოში მილიონობით მგზავრს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს.

რეგიონის ხელმძღვანელმა ისაუბრა ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის შესახებ, რომლის პროექტის პრეზენტაციაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე გამართა. უახლოეს პერიოდში მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. პროექტების შესახებ ისაუბრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმაც. მისი ინფორმაციით, კომლექსი ოლიმპიური სტანდარტებით იქნება აშენებული და სპორტის სხვადასხვა სახეობას მოემამსახურება. 2018 წლის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი ახალ სპორტულ კოლექსში გაიმართება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხვადასხვა მიმდინარე პროექტთან ერთად მიმოიხილა მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილი ისეთი პროექტები, როგორებიცაა ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია, კურორტ გოდერძის, გომის მთის, მწვანე ტბის ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება. 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მაღალმთიანი აჭარის (სალიბაური-ხიჭაური) გაზიფიცირების პროექტირების ხარჯებიც.

მთავრობის სხდომაზე რამაზ ბოლქვაძემ ახალი ინიციატივაც გააჟღერა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ფარგლებში ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობის პროექტის შემუშავებას უკავშირდება. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, გაზრდილია საინვესტიციო შემოთავაზებები სასტუმრო-კომლექსების მშნებელობასთან დაკავშირებით როგორც გმირთა ხეივანში, ისე ზღვისპირა ზოლში.

ზურაბ პატარაძე გამოეხმაურა 11-12 მარტის მოვლენებსაც და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რაც მიზანმიმართული იყო ქვეყნის, რეგიონის უკუსვლისთვის. მისი თქმით, ბათუმი კვლავ რჩება უსაფრთხო და მიმზიდველ ქალაქად, გრძელდება პროექტები, ვმუშაობთ ახალ საინვესტიციო წინადადებებზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე ანგარიში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ წარუდგინა. მისი თმით, ლოგისტიკური ცენტრების და ვეტერინარული კლინიკების მშენებლობისთვის ადგილები მოძიებული და შერჩეულია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, მიწების დარეგისტრირების საკითხი დამამთავრებელ ეტაპზეა, ივნისის თვიდან დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

მაღალი გამავლობის მანქანების ამბულატორიებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარემ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრისაგან მოისმინა. 9 მანქანა უკვე გადაცემულია, უახლოეს პერიოდში 13 მანქანის გადაცემა იგეგმება.

მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. 2 განკარგულების და 2 დადგენილების პროექტი მიღებულ იქნა, ხოლო კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია მოწონებული იქნა მთავრობის სხდომის მიერ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა