კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ “სტერეო პლუსი“ შავ სიაში შეიყვანა.
როგორც სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა განმარტებული, შავ სიაში
რეგისტრაციის მიზეზი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრულად შესრულება გახდა.
ინფორმაციაში მითითებულია, რომ „სტერეო პლუსი“ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტს სათანადოდ ვერ მოემსახურა.
შავ სიაში მოხვედრის შედეგად, კომპანია ერთი წლის განავლობაში ტენდერში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

















