შევედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების
აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა „შვედეთის ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენლებთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ „შვედეთის ატლანტიკური საბჭოს“ თავმჯდომარე იორან ლენმარკერი და ორგანიზაციის ოცამდე წარმომადგენელი, ასევე შვედეთის პარლამენტის წევრები, ექსპერტები და ჟურნალისტები.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ. ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის გზებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველო-შვედეთის ორმხრივ ურთიერთობებს, აღინიშნა შვედეთის, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნის განსაკუთრებული წვლილი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და სტოკჰოლმის მხარდაჭერა ამ მიმართულებით, როგორც საქართველოს ელჩმა აღნიშნა ვროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გახლავთ სწორედ შვედეთისა და პოლონეთის მიერ ინიცირებული „აღმოსავლეთ პარტნიოპრობის“ ფორმატის უმნიშვნელოვანესი წარმატება. ელჩმა ასევე ისაუბრა განვლილი 25 წლის განმალობაში თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებზე,როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სამოქალაქო სექტორის მშენებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლებრივი სისტემის სრულყოფა, აგრეთვე ეკონომიკური და სოციალური პროექტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართულ მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამზარეულო და ქართული ღვინო.

















