logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრს შეხვდა
თბილისის მერი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრს შეხვდა
11:40 03.04.2017
თბილისის მერი დავით ნარმანია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ მინისტრს, ვიცე-პრეზიდენტს და დუბაის მმართველს, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტოუმს და საამიროების ეკონომიკის მინისტრს, სულთან ბენ საედ ალ მანსურის დახურულ კარს მიღმა შეხვდა.
დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, საამიროების ეკონომიკის მინისტრმა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

სულთან ბენ საედ ალ მანსურის თქმით, თბილისში ჩაფრენა დუბაიდან პირდაპირი რეისით ძალიან მოკლე დროშია შესაძლებელი და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები დიდია. დავით ნარმანიამ, თავის მხრივ, ყურადღება თბილისის საინვესტიციო პოტენციალსა და ტურიზმის ნაწილში, მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე გაამახვილა, ამასთან, აღნიშნა, რომ თბილისსა და დუბაის შორის მჭიდრო ეკონომიკური, საინვესტიციო და სავაჭრო კავშირები, ასევე ქალაქების ადმინისტრაციებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს, რაზეც არაბულმა მხარემ ღია მზადყოფნა გამოთქვა.

დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ მაღალი რანგის შეხვედრაზე დავით ნარმანიამ საამიროების მთავრობას თბილისში დაგეგმილი ორი მნიშვნელოვანი პროექტის: მრავალდონიანი ავტოპარკინგების მშენებლობის და თბილისის ზღვის განვითარების გეგმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმედი გამოთქვა, რომ არაბული მხარე ისევე, როგორც აქამდე, აღნიშნული საინვესტიციო პროექტებითაც დაინტერესდება.

შეხვედრის შემდეგ, თბილისის მერი ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის გახსნის ცერემონიალს დაესწრო და საამიროების პრემიერ-მინისტრთან, ასევე, მთავრობის წევრებთან ერთად 2017 წლის მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მოწყობილი ექსპოზიცია დაათვალიერა.

მოგვიანებით, დავით ნარმანიამ შეხვედრა გამართა არაბეთის გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო საინვესტიციო საბჭოს გენერალურ მდივანთან, ჯამალ საიფ ალ ჯარვანთან, სადაც თბილისის მერმა ზემოაღნიშნული პროექტების შესახებ დეტალურად ისაუბრა. საინვესტიციო საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გასულ წელს დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო და მისი ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჯამალ საიფ ალ ჯარვანის თქმით, გაერთიანებული საამიროების როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს საქართველოსთან, ეს კავშირები ყოველწლიურად ღრმავდება და საინვესტიციო თვალსაზრისით თბილისი არაბი ინვესტორებისთვის გამორჩეულად საინტერესო ქალაქია.

,,თბილისში ორი წლის წინ ვიყავი. თქვენმა ქვეყანამ და ქვეყნის, როგორც ცენტრალურმა, ისე ადგილობრივმა ხელისუფლებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. დასაფასებელია საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ნაბიჯები ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის კუთხით. შეხვედრაზე განვიხილეთ თბილისში ამჟამად არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და ის ახალი პროექტები, რომელიც თბილისის მთავრობის ინიციატივით უახლოეს მომავალში განხორციელდება", - აღნიშნა საინვესტიციო საბჭოს გენერალურმა მდივანმა და ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობას, ასევე, ინვესტორებისთვის ხელსაყრელ გარემოს და ქვეყანაში არსებულ მოქნილ საკანონმდებლო ნორმებს.

დავით ნარმანიას თქმით, საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმებები შედგა.

"განხორციელებული ინვესტიციები და ტურისტული ნაკადები თბილისში ყოველწლიურად მზარდია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. თბილისი საინტერესოა, როგორც პოტენციური ინვესტორებისთვის, ასევე, ჩვენს დედაქალაქს აქვს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. რაც შეეხება დუბაის, ძალიან საინტერესო ქალაქია, როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით, ისე ბევრი სხვა კუთხით და საჭიროა, რომ ამ ორი მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს. ასევე, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისათვის, რომ ჩვენ
მოგვეცა შესაძლებლობა არაბი ინვესტორებისთვის მზა საინვესტიციო პროექტები გაგვეცნო და შედგა გარკვეული შეთანხმებებიც, რაც თბილისისთვის მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღების გარანტი იქნება", -განაცხადა თბილისის მერმა.

დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში თბილისის მერთან ერთად საქართველოს ელჩი ქუვეითსა და გაერთიანებულ საამიროებში როლანდ ბერიძე მონაწილეობს.

დღის ბოლოს, დავით ნარმანია არაბეთის გაერთიანებული საამიროების მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის (AIM) მიერ ორგანიზებულ გალა ვახშამს დაესწრო, სადაც რეგიონების მიხედვით, 2016 წლის საუკეთესო საინვესტიციო პროექტები გამოვლინდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა