logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძემ ვანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
მიხეილ ჯანელიძემ ვანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
12:15 01.04.2017
საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ვანის კულტურის სახლში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა, რომელსაც ასევე იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელობა, სასულიერო პირები და იმერეთის რეგიონის სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ.

მინისტრმა კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პროცესებზე ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველომ ზედმიწევნით კარგად შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება და გაატარა შესაბამისი რეფორმები, რის შედეგადაც ევროკავშირის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა იმ ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეწყობით საქართველოში ხორციელდება და იგეგმება.

მინისტრი საკუთარ გამოსვლაში ასევე ქუთაისის, როგორც ევროპასთან დაკავშირების რეგიონალური ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქუთაისიდან ევროპაში მგზავრობა მარტივი და ხელმისაწვდომია როგორც არასდროს.

იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD)-ის ფარგლებში დაფინანსებული თაფლის გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა. აღსანიშნავია, რომ ENPARD-ის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშეწყობას. პროგრამის ბიუჯეტი 102 მილიონი ევროს შეადგენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა