logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირის დახმარება კერძო სექტორის განვითარებაზე იქნება ფოკუსირებული
მიხეილ ჯანელიძე: 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირის დახმარება კერძო სექტორის განვითარებაზე იქნება ფოკუსირებული
19:51 31.03.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხიელ ჯანელიძის განცხადებით 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირის დახმარება ძირითადად ფოკუსირებული იქნება კერძო სექტორის განვითარებასა და მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობაზე, რათა კერძო სექტორმა მაქსიმალურად გამოიყენოს ევროკავშირთან ახალი სავაჭრო შესაძლებლობები და ასევე დააკმაყოფილოს ევროპული კრიტერიუმები.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ იმერეთის მოსახლეობასთან ევროკავშირის საინფომაციო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას განაცხადა. მინისტრი მოსახლეობას იმ ეკონომიკურ პროგრამებზე ესაუბრა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ხელშეწყობით ხორციელდება და მომავალში იგეგმება.

„ამ კონტექსტში, აღსანიშნავია ევროკავშირის ახალი პროგრამა - „DCFTA Facility“, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში, რათა მათ შეძლონ აუცილებელი ინვესტიციების მოძიება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად წარმოების აწყობაში. აღნიშნული პროგრამა მეწარმეებს სანიტარული და ფიტოსანიტარული მოთხოვნების ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობას მისცემს და ასევე ახალ სტანდარტებზე გადასვლაში დაეხმარება“-განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით საქართველოს მთავრობის ძალისხმევით დღეს ქვეყნის თითქმის ყველა დარგში ევროპული ნორმები და სტანდარტები მკვიდრდება. მნიშვნელოვანი წინსვლაა ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის მიმართულებით და 2016 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 14%-ით გაიზარდა, ამასთან გასულ წელს საქართველოში რეკორდული მაჩვენებლის ინვესტიციები განახორციელა ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკმა.

„2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3.6 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 %-ით მეტია. 2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 471 მილიონი შეადგინა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2016 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები განახორციელა. ასევე, საქართველოში აქტიურად დაიწყო საქმიანობა ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც განიხილავს ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი სექტორის დაფინანსების შესაძლებლობებს“- განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.

ვიზის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმერეთის რეგიონში შეხვედრებს მართავს.

ქუთაისსა და ვანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა