logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე - აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის წარდგენა ჩვენი ძალიან აქტიური მუშაობის შედეგია
მიხეილ ჯანელიძე - აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის წარდგენა ჩვენი ძალიან აქტიური მუშაობის შედეგია
19:38 31.03.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სენატორების როჯერ უიკერისა და ბენ კარდინის მიერ აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის (S. Res. 106) წარდგენას გამოეხმაურა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული რეზოლუცია მოიპოვებს მხარდაჭერას და ეს საქართველოს მიმართ მორიგი მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება.

„ეს არის აშშ-სთან ჩვენი ძალიან აქტიური მუშაობის შედეგი. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობები აშშ-ის კონგრესთან, როგოც წარმომადგენლობით პალატასთან, ასევე სენატთან. მოგეხსენებათ, რომ კონგრესმა, ასევე ჩვენი აქტიურობით, წარმომადგენლობითმა პალატამ, სექტემბერში მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც იყო ორპარტიული და ჰქონდა მაქსიმალური მხარდაჭერა წარმომადგენლობით პალატაში და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ასევე არის ორპარტიული, მოიპოვებს მხარდაჭერას სენატის მხრიდან, რაც იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ აშშ მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით, უჭერს მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, და ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა აღნიშნული რეზოლუციის სენატში ინიცირების თარიღს სიმბოლური უწოდა, რადგან სწორედ დღეს, 31 მარტს, საქართველოში აღინიშნება დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე.
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო შეჭრას და მისი ტერიტორიების ოკუპაციას, ასევე რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთი ოსეთი) საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს.
სენატის რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, ზოგადად, საქართველოსადმი, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში არსებულ მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას.
სენატში წარდგენილი რეზოლუციის შემდგომი ეტაპი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მისი განხილვაა, რის შემდეგაც რეზოლუციის პროექტს სენატის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმერეთის რეგიონს ეწვია, სადაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის/შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა